GAMO

სპორტული მოედნების ონლაინ დაჯავშნა

რამ განაპირობა სპორტის პოპულარიზაცია ქართველ ახალგაზრდებში?

რამ განაპირობა სპორტის პოპულარიზაცია ქართველ ახალგაზრდებში?

საქართველო მდიდარი კულტურული მემკვიდერეობით გამოირჩევა და ტრადიციული სპორტიც მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქართველი ახალგაზრდები სხვადასხვა სახეობის სპორტით ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ბოლო წლებში სპორტით უფრო აქტიურად დაკავების ტენდენცია შეიმჩნევა. თუ რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციას, ამაზე ამ ბლოგში ვისაუბრებთ და ვეცდებით, ყველა თქვენს კითხვას პასუხი გავცეთ.

ჯანმრთელობისა და ფიტნესის ტენდენციები

ჯანმრთელობასა და ფიტნესზე გაზრდილი აქცენტით, რეგულარული ფიზიკური აქტივობის სარგებელის შესახებ ცნობიერება უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სპორტით დაკავება არა მხოლოდ ფიზიკურ უპირატესობებთან, არამედ  სხვადასხვა სოციალურ სარგებელთან, მათ შორის გუნდურ მუშაობასთან, დისციპლინასთან, ლიდერობის უნარებთან და გაუმჯობესებულ სოციალურ ინტერაქციასთანაა დაკავშირებული. ამ მიზეზით კი მშობლები და მასწავლებლები მოზარდებს სპორტული აქტივობებით დაკავებისკენ ხშირად მოუწოდებენ, რაც სპორტის პოპულარიზაციაზე დადებითად მოქმედებს.

წარმატებული სპორტსმენების გავლენა

როდესაც სპორტულ აქტივობებზე მოთხოვნის გაზრდაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, წარმატებული ქართველი სპორტსმენების გავლენაა. გარდა იმისა, რომ სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები ხშირად მოზარდებისთვის მისაბაძი მაგალითები ხდებიან, ქართველი სპორტსმენების არაერთმა საერთაშორისო წარმატებამ, ახალგაზრდები უფრო მეტად შთააგონა, მოტივაცია მისცა და დაარწმუნა, რომ დასახული მიზნის მიღწევა მათაც შეუძლიათ.

საგანმანათლებლო ინიციატივები

სპორტის პოპულარიზაციაზე დადებითი გავლენა საგანმანათლებლო ინიციატივებმაც მოახდინა. რაც დრო გადის, სპორტის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება და ამ საკითხის ირგვლივ ცნობიერებაც მატულობს. სპორტის სასკოლო სასწავლო გეგმაში ინტეგრაციამ, სხვადასხვა სახის ღონისძიებებმა და შეჯიბრებებმა, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ეკონომიკური ფაქტორები

უნდა ვთქვათ ისიც, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა და სპორტით დაინტერესებული მოზარდებს ეკონომიკური წახალისება, სტიპენდიები, პროფესიული კონტრაქტები და სპონსორობა მოტივაციას მატებს. საბედნიეროდ, ამ კუთხით ბოლო წლებში ახალგაზრდების წახალისებას არაერთი ქართული კომპანია ცდილობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სპორტზე გაზრდილი მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

მედიისა და ტექნოლოგიების გავლენა 

ყველასთვის ცნობილია, რომ ციფრული მედიის განვითარებამ არაერთ სფეროზე იქონია გავლენა და მათ შორის, გამონაკლისი არც სპორტია. ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გაშუქებამ და სპორტული კონტენტის ონლაინ ხელმისაწვდომობამ, სპორტის მიმრათ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„გამოს“ ონალინ პლატფორმაც ცდილობს ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ განვითარებას და თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვა სპორტით დაკავება ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, „გამოზე“ ფეხბურთის სტადიონისა და ჩოგბურთის კორტების დაჯავშნას, კალათბურთის დარბაზის ქირაობას თუ სხვა თქვენთვის სასურველი სპორტისთვის შესაფერისი ადგილის პოვნას მარტივად შეძლებთ.

ინფრასტრუქტურის განვითარება 

სპორტული აქტივობების პოპულარიზაცია სხვადასხვა სახეობის სპორტული მოედნების მოწყობამაც განაპირობა. ბოლო წლების განმავლობაში სპორტულ ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიცია იდება, გაკეთდა ჩოგბურთისა და პადელის კორტები, დაარსდა არაერთი სასწავლო აკადემია, მოეწყო მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები და საბოლოო ჯამში, ფიზიკური აღზრდის ხელშემწყობმა ინიციატივებმა სპორტის ზრდისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნა.

გლობალური სპორტული ტენდენციები

სპორტის გლობალიაზაციამ საქართველოზეც იქონია გავლენა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები და ფიფას მსოფლიო თასი, ყოველთვის იქცევს ახალგაზრდების ყურადღებას, აფართოებს მათ ფანტაზიასა და ცნობიერებას და ხელს უწყობს გლობალური სპორტული კულტურის განვითარებას.

შეჯამება

საქართველოში სპორტის მიმართ ინტერესის დაკარგვას არასდროს ვუჩიოდით, თუმცა ბოლო წლებში სპორტის პოპულარიზაცია ნამდვილად შესამჩნევია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა, მათ შორის ჯანმრთელობისა და ფიტნესის ტენდენციებმა, საგანმანათლებლო ინიციატივებმა, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, წარმატებული სპორტსმენების ისტორიებმა და მედიისა და ტექნოლოგიების გავლენამ განაპირობა. საბოლოო ჯამში კი სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდების ენთუზიაზმი და თავდადება დიდი წარმატებაში იზრდება, რაშიც ქართველმა სპორტსმენებმა არაერთხელ დაგვარწმუნეს.

Leave a Reply