GAMO

გამო სპორტული სივრცეების დაჯავშნის ციფრული პლატფორმაა. შენ შეგიძლია მარტივად, ვებ-გვერდზე იპოვო შენთვის სასურველი სპორტის კატეგორია, დაჯავშნო დარბაზი ან მოედანი ხელსაყრელ დროს და გადაიხადო ონლაინ. დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ.

Gamo.ge-ზე დაგხვდება სწორედ ის სპორტული კატეგორიები, რომელშიც შენ და შენი მეგობრები აუცილებლად იპოვით რუტინისგან გათავისუფლებისა და დროის ჯანსაღად გატარების კარგ საშუალებას.

ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, ბოულინგი, კარტინგის რბოლა და პადელიც კი.

გარდა სპორტული სივრცეების დაჯავშნისა, გამოზე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია სპორტ-სკოლების შესახებ, გაეცნო მიღების ვადებს და ვარჯიშების საფასურს.

რა თქმა უნდა, სპორტული სივრცეების დაჯავშნასთან ერთად შეძლებ რომ ინდივიდუალური ჯავშანი ჩანიშნო პირად მწვრთნელთან.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება, მაგ. ამინდის გაუარესება.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი, ჩატში უნდა მოგვწერო. ჩვენგან მიიღებ განახლებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, შეძლებ, თუ არა სათამაშო სლოტის დაჯავშნას.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე, გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ, რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.