GAMO

კარტინგი

კარტინგ ლილო
პოპულარული
  • July 24, 2023
  • Karting Lilo - კარტინგ ლილო

კარტინგი ადრენალინის მოყვარულების ერთ-ერთი საყვარელი სპორტული აქტივობაა. შეჯიბრითა და სიჩქარით სიამოვნების მიღება ერთნაირად შეუძლიათ დამწყებებსაც და უკვე გამოცდილ, დახელოვნებულ მრბოლელებსაც. 

გამო გაძლევს შესაძლებლობას, მეგობრებთან ერთად დრო ხალისიანად გაატარო და შეიქმნა დაუვიწყარი მოგონებები. დაჯავშნე სარბოლო ტრეკი ონლაინ, სწრაფად და მარტივად. მოედანზე დაცულია ყველა უსაფრთხოების ზომა. დაგხვდება კომფორტული, დაცული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი გარემო. 

სურვილის შემთხვევაში, ჩვენთან შეგიძლია იქირაო ორადგილიანი კარტინგიც. გაითვალისწინე, ორადგილიანი კარტინგით რბოლის დაჯავშნის შემთხვევაში, ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთ-ერთი მართავს კარტინგის მანქანას. 

გამოცადე საკუთარი შესაძლებლობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. კარტინგები, ბოულინგი, ფეხბურთი, პადელი, ჩოგბურთი და კიდევ ბევრი სხვა აქტივობა – ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია კორტების დაჯავშნა, საბილიარდოს, ფიგურული სრიალისა და კალათბურთის დარბაზის ქირაობაც. დაზოგე დრო და ენერგია და იპოვე დარბაზი შენთვის სასურველ მისამართზე. თუ თბილისში მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ სივრცეს ეძებ ან პადელის კორტების ქირაობა გინდა, საიტზე აუცილებლად იპოვი შენზე მორგებულ სათამაშო გარემოს.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება,მაგ;ამინდის გაუარესება.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

ორადგილიანი კარტინგის დაჯავშნა შესაძლებელია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთ-ერთი მართავს კარტინგის მანქანას.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში, სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.