GAMO

ჩოგბურთის კორტები

Georgia Palace Hotel & Spa Qobuleti
  • August 3, 2022
  • Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti, Kobuleti, Georgia
ვაკის პარკის კორტები
პოპულარული
  • May 10, 2022
  • ვაკის პარკი, Ilia Chavchavadze Avenue, Tbilisi, Georgia
ვერის ბაღის კორტები
პოპულარული
  • May 10, 2022
  • ვერის ბაღი, Merab Kostava Street, Tbilisi, Georgia
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია
პოპულარული
  • April 28, 2022
  • ლეილა მესხის ფიტნესის აკადემია, Kote Marjanishvili Street, Tbilisi, Georgia
კორტები ნუცუბიძეზე
პოპულარული
  • February 22, 2022
  • №171 საჯარო სკოლა, Giorgi Dzotsenidze Street, Tbilisi, Georgia
გურამ თოხაძის ჩოგბურთის კლუბი
პოპულარული
  • January 11, 2022
  • Kikvidze Park, Tsotne Dadiani Street, Tbilisi, Georgia

გამო გთავაზობს ჩოგბურთის კორტების დაქირავების ციფრულ სერვისს, რომლის დახმარებითაც სწრაფად და მარტივად შეგიძლია თავისუფალ დროს სასურველი ლოკაციის დაჯავშნა. 

CITY SPORT

ადგილზე ხელმისაწვდომია ხელოვნური საფარისა და გრუნტის კორტები. City Sport კორტის დაქირავების ფასი 30 ლარია. მოედანი აღჭურვილია ღამის განათებით. კორტის დაჯავშნა შესაძლებელია 10:00-დან 19:00-მდე. 

ვაკის პარკის კორტები

გთავაზობთ კორტებს ხელოვნური საფარით. დროის შუალედის მიხედვით კორტის ქირაობის ფასი 25 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს. ვაკის პარკის კორტებს აქვთ გასახდელი ოთახი და ღამის განათება.

ვერის ბაღის კორტები

ადგილზე დაგხვდება კორტები ხელოვნური საფარის ზედაპირით. დროის შუალედის მიხედვით კორტის ქირაობის ფასი 20 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს. ვერის ბაღის კორტებს აქვთ გასახდელები და ღამის განათება.

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია

სურვილისამებრ, შეგიძლია დაჯავშნო ღია, ნახევრად დახურული და დახურული კორტები. სამუშაო საათები 07:00 საათიდან 24:00 საათამდეა. საფასური დამოკიდებულია დროის შუალედზე. ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიას აქვს ღამის განათება, პარკინგი, დაცვა, მიმღები და კაფე, რომელიც 22:00 საათამდე მუშაობს. ლეილა მესხის აკადემიაში ჩოგბურთის კორტების გარდა, ფეხბურთის მოედანიც შეგიძლიათ იქირაოთ და მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. 

კორტები ნუცუბიძეზე

ჩოგბურთის კორტები ნუცუბიძეზე გაძლევს საშუალებას დაიქირაო მოედანი ინსტრუქტორთან ერთად. 1 საათიანი ინდივიდუალური ვარჯიშის ფასია 45 ლარი და მოიცავს როგორც კორტის, ისე ინსტრუქტორის, ჩოგნის და ბურთის საფასურს. აქვე შეგიძლია შეიძინო სრული თვის აბონემენტი, კვირაში 3-ჯერ ჯგუფური ვარჯიშით.

გურამ თოხაძის ჩოგბურთის კლუბი

გურამ თოხაძის ჩოგბურთის კლუბი არის გარე სპორტული დაწესებულება. აქ შეგიძლია იქირაო 3 ღია, სტანდარტული ზომის კორტები თიხის საფარით. დაწესებულებაში ასევე არის ღამის განათება, კაფეტერია, გასახდელები და პარკინგი.

GEORGIA PALACE HOTEL & SPA QOBULETI

სასტუმრო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სპორტის სახეობებს და სივრცეებს: გრუნტის კორტებს, მინი გოლფი, აუზი, ფიტნესი, სპა.  Georgia Palace Hotel & Spa Qobuleti მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სპორტის სახეობებს და სივრცეებს: ტენისი, მინი გოლფი, აუზი, ფიტნესი, სპა.

ბოლო წლების განმავლობაში ჩოგბურთი და მაგიდის ჩოგბურთიც საქართველოში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად იზრდება კორტებზე მოთხოვნაც. კარგი თამაში შესაბამისი მოედნის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ კომფორტული და მაღალი ხარისხის კორტების ქირაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ჩოგბურთის კორტების გარდა, გამო გთავაზობთ კალათბურთის დარბაზის, ბოულინგის, ბილიარდის, პადელის სათამაშო სივრცეების ქირაობის სერვისს. 

ხშირად დასმული კითხვები

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება,მაგ;ამინდის გაუარესება.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

მწვრთნელთან ერთად კორტზე ვარჯიშის დაჯავშნა შესაძლებელია, ინფორმაცია კონკრეტული მწვრთნელის და თავისუფალი საათის შესახებ იპოვი კატეგორიაში “მწვრთნელები”.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში,სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.