GAMO

ბილიარდი

მაქსილენდი-ბილიარდი
პოპულარული
  • September 15, 2023
  • ილია ვეკუას ქუჩა #14, 14 ილია ვეკუას ქუჩა, Tbilisi 0167
პირამიდა VIP – ლებოვსკი ისთ ფოინთი
პოპულარული
  • January 30, 2022
  • East Point, AleKsandre Tvalchrelidze Street, Tbilisi, Georgia

ბილიარდი ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული სარელაქსაციო სპორტია, რადგან ნებისმიერი ასაკისა და უნარის მქონე ადამიანს შეუძლია თამაში. განსაკუთრებით კი იზიდავს მათ, ვისაც ფიზკური და გონებრივი ჩართულობა უყვარს. 

ბილიარდის მაგიდის დაჯავშნას გამოზე სწრაფად და მარტივად შეძლებ. შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი ლოკაცია და დრო, განსაზღვრო მოთამაშეების რაოდენობა და შემდეგ შენს მოთხოვნებზე მორგებული საბილიარდო დაიქირავო.

გამოზე წარმოდგენილი ბილიარდის სივრცეები მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: დასასხდომ ადგილებს, ბარს, პარკინგსა და პროექტორსაც კი, რათა არამხოლოდ თამაშით დაკავდე, არამედ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატარო და მნიშვნელოვანი სპორტული სანახაობების ყურებით დატკბე. ზოგიერთი საბილიარდო გთავაზობს ბილიარდის VIP ოთახსაც, სადაც თავს უფრო მყუდროდ და კომფორტულად იგრძნობ. საბილიარდოს გამოთი დაჯავშნისას ხშირად ფასდაკლებებსაც შეხვდები.

ბილიარდის მაგიდის ერთი საათით დაჯავშნის საფასური 12-დან 15 ლარამდეა. ფასზე მოქმედებს ჯავშნის დღე და დროც. გაითვალისწინე ისიც, რომ ზოგიერთ საბილიარდოს განსაზღვრული სამუშაო საათები აქვს და დაჯავშნამდე ყურადღებით გადაამოწმე.

თუ ბილიარდის გარდა, სხვა სპორტის სახეობით მოისურვებ დაკავებას, გამოზე შენთვის სასურველ აქტივობას აუცილებლად იპოვი. ზოგიერთი საბილიარდო დიდ გასართობ ცენტრშია წარმოდგენილი, სადაც ბოულინგის ბილიკებიც არის და შეგიძლია ორივე სივრცე ერთად დაჯავშნო.

იმ შემთხვევაში თუ ბილიარდის თამაშის შემდეგ უფრო აქტიური სპორტით გენდომება დაკავება, შეგიძლია ითამაშო პადელი, დაჯავშნო ჩოგბურთის კორტები ან იქირაო ფეხბურთის სტადიონი. თუ ექსტრემალური სპორტი გიზიდავს, შეგიძლია სცადო კარტინგიც და დრო სასიამოვნოდ და მხრიარულად გაატარო.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში, სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.