GAMO

ყინულის მოედანი

tbilisi ice arena
პოპულარული

ფიგურული სრიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სპორტია. თუ თბილისში ყინულის მოედანს, კალათბურთის დარბაზს ან პადელის კორტს ეძებ, გამოს საიტზე მარტივად და სწრაფად შეგიძლია დაჯავშნო შენთვის სასურველი ლოკაცია. 

გამო გთავაზობს მოედნებს, რომლებიც აღჭურვილია გასახდელებით, ღამის განათებითა და პარკინგით. ეს სერვისები კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და შენს გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. 

ფიგურული სრიალი აღტაცებას იწვევს ნებისმიერი ასაკის ადამიანში. გაითვალისწინე, მოედანზე შესაძლებელია ერთდროულად 100-მდე ადამიანის მიღება. ერთჯერადი ვიზიტის ხანგრძლივობა 2 საათია. ფასში შედის ციგურების ღირებულებაც. 

თუ ყინულზე დგომა მოგწონს და ადრენალინით დამუხტვა გინდა, მაშინ კარტინგმა და რბოლამ შეიძლება დაგაინტერესოს. გამოს საიტზე ფიგურული სრიალის გარდა, ბევრი სხვა სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილ სივრცესაც იპოვი. კორტების დაჯავშნა, საბილიარდოს ან ბოულინგის ბილიკის ქირაობა შეგიძლია ჩვენთან. დაგვეთანხმები, სპორტულ აქტივობებში ჩართვა ყველაზე სახალისო და ამავდროულად ჯანსაღი გართობის გზაა.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება,მაგ;ამინდის გაუარესება.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში, სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.