GAMO

კალათბურთი

სკ “აკადემია” (A დარბაზი)
პოპულარული
  • June 5, 2023
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, Tbilisi, Georgia
დინამოს აკადემიის B მოედანი
პოპულარული
  • June 1, 2022
  • 2 ნოდარ ახალკაცის ქუჩა, Tbilisi, Georgia
დინამოს აკადემიის A მოედანი
პოპულარული
  • June 1, 2022
  • 2 ნოდარ ახალკაცის ქუჩა, Tbilisi, Georgia
სკ “აკადემია” (B დარბაზი)
პოპულარული
  • April 6, 2022
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, Tbilisi, Georgia
გლდანის სპორტული დარბაზი N2 (პატარა მოედანი)
პოპულარული

კალათბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპორტია და მისი პოპულარობა დღითიდღე უფრო იზრდება. ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც გამძლეობას, სისწრაფესა და გუნდური მუშაობის უნარებს მოითხოვს და  სხვადასხვა ასაკის, სქესის და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი. 

„გამო“ საშუალებას გაძლევს სახლიდან გაუსვლელად, შენთვის მოსახერხებელ ადგილას სწრაფად და მარტივად დაჯავშნო კალათბურთის დარბაზი. საიტზე სხვადასხვა სახისა და ტევადობის დახურული დარბაზებია წარმოდგენილი და შესაძლებლობა გაქვს შენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ადგილი შეარჩიო. საიტზე მომხმარებლების შეფასებებსაც შეგიძლია გაეცნო და შერჩევის პროცესი კიდევ უფრო გაიმარტივო. 

„გამოს“ ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილ დარბაზებს სხვადასხვა მახასიათებლები აქვს, რაც თამაშისას სრულ კომფორტს შეგიქმნის. შეგიძლია დაჯავშნო დარბაზი ღამის განათებით, გასახდელებით და უფასო პარკინგით. თუ ბურთი არ გაქვს, არც მაგაზე მოგიწევს ფიქრი, რადგან ჩვენს საიტზე არსებულ ყველა დარბაზში დაგხვდება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლია ექსტრა სერვისებითაც ისარგებლო და დაიქირაო ლიცენზირებული მსაჯი, პროფესიონალი ფოტოგრაფი ან მოითხოვო ტაბლო და თამაში კიდევ უფრო სახალისო გახადო. 

დარბაზების ერთი საათით დაქირავების საფასური 56 ლარიდან 158 ლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია იმაზეც თუ დროის რა მონაკვეთში დაჯავშნი სივრცეს. გაითვალისწინე, რომ დილის საათებში ჯავშნის საფასური შედარებით დაბალია. 

ჩვენს პლატფორმაზე არსებული ყველა მოედანი პარკეტის ზედაპირისაა და ზოგიერთი მათგანი ფუტსალისა და ხელბურთის თამაშისთვისაცაა განკუთვნილი, ამიტომ კალათბურთის შემდეგ თამაში თუ კიდევ გენდომება, შეგიძლია სხვა სპორტის სახეობაც სცადო. 

„გამოზე“ კალათბურთის მოედნის გარდა ფეხბურთის სტადიონის ქირაობაც შეგიძლია. თუ ჯგუფური თამაშები არ გიყვარს და გირჩევნია 1-1-ზე შეერკინო მოწინააღმდეგეს, პადელი, ჩოგბურთი ან მაგიდის ჩოგბურთი შესანიშნავი არჩევანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ მეგობრებთან ერთად დროის სახალისოდ გატარებაა შენი მიზანი, კარტინგით ან ფიგურული სრიალით შეგიძლია დაკავდე.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება, მაგ;ამინდის გაუარესება.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი, მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში, სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას.

სანამ დარბაზს დაიქირავებ, უმჯობესია გაეცნო ჩვენს წესებს.

მოთამაშე დაიბლოკება და შეეზღუდება საიტით სარგებლობა თუ დაირღვევა რომელიმე პუნქტი:

  1. მოთამაშეს ეკრძალება აგრესიული ქცევა/საუბარი მოედანზე თანამშრომლების, მოთამაშეების ან დაცვის მიმართ.
  2. მოედანზე არ დაიშვებიან არაფხიზელ მდგომარეობაში, სასმლის ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოთამაშეები.
  3. აკრძალულია მოედნის რაიმე ფორმით დაზიანება ან დანაგვიანება.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე, გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ, რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.