GAMO

ფეხბურთი

მზიურის სტადიონი
  • November 24, 2023
  • ნინო რამიშვილის III ჩიხი, თბილისი, Georgia
კუს ტბის სტადიონი
პოპულარული
  • April 13, 2023
  • კუს ტბის სტადიონი, Kustba Rd, Tbilisi, Georgia
35-ე სკოლის სტადიონი
  • July 5, 2022
  • №35 საჯარო სკოლა, Petre Kavtaradze Street, Tbilisi, Georgia
ლისის სტადიონი
პოპულარული
  • June 20, 2022
  • Lisi Football Field, Tbilisi, Georgia
ლეილა მესხის აკადემიის სტადიონი
პოპულარული
  • April 28, 2022
  • ლეილა მესხის ფიტნესის აკადემია, Kote Marjanishvili Street, Tbilisi, Georgia
სპორტული ცენტრი “იმედი”
  • April 7, 2022
  • 182 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
გლდანის სპორტული დარბაზი N2 (პატარა მოედანი)
პოპულარული
გლდანის სპორტული დარბაზი N1 (დიდი მოედანი)
  • January 28, 2022
  • ახმეტელის თეატრი, Vekua Street, Tbilisi, Georgia

გამო გთავაზობს ფეხბურთის მოედნების დაქირავების ციფრულ სერვისს. ლოკაციის მიხედვით, შენთვის სასურველი მოედანი შეგიძლია შეარჩიო. 

კუს ტბის სტადიონი

მოედანი არის სტანდარტული ზომის. კუს ტბის სტადიონს აქვს 55მმ-იანი, FIFA-ს სტანდარტის მქონე ხელოვნური საფარი, აღჭურვილია ღამის განათებით და ხელმისაწვდომია პარკინგი. 

ლისის სტადიონი

მოედანი არის სტანდარტული ზომის. აქვს ხელოვნური საფარი, მინდვრის ხალიჩა. ლისის სტადიონი აღჭურვილია ღამის განათებებითა და სადგომებით.

ლეილა მესხის აკადემიის სტადიონი

სტადიონი არის არასტანდარტული ზომის. მოედანს აქვს ხალიჩის საფარი, ღამის განათება, პარკინგი, დაცვა, მიმღები და კაფე, რომელიც მუშაობს 22:00 საათამდე. ლეილა მესხის აკადემიის სტადიონზე ხელმისაწვდომია ექსტრა სერვისებიც, ფოტოგრაფისა და GFF ლიცენზირებული მსაჯის დაქირავება.

გლდანის სპორტული დარბაზები (დიდი და პატარა მოედანი)

მოედანი არის დახურული, პარკეტის ზედაპირის. გათვლილია როგორც ფუტსალის, ისე ხელბურთისა და კალათბურთის სათამაშოდ. გლდანის სპორტულ დარბაზში ხელმისაწვდომია ღამის განათება, გასახდელები და საშხაპეები.ხელმისაწვდომია ექსტრა სერვისებიც, ფოტოგრაფისა და GFF ლიცენზირებული მსაჯის დაქირავება.

ფეხბურთი მაგიდის ჩოგბურთთან და პადელთან ერთად დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად. იმისთვის, რომ თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, მოედანი თანაბარი, რბილი საფარით უნდა იყოს მოსწორებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსწორმასწორობა ბურთის მოძრაობაზე აისახება და უფრო მეტიც, სახიფათოა. კარგ მოედანზე თამაშის დროს ნაკლებია ტრავმის მიღების შანსი.

ფეხბურთის მოედნის ქირაობა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მცირე დროში, უმარტივესად შეგიძლია იპოვო შესაბამისი სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებ. მოედნის ქირაობა შესაძლებელია ბურთთან ერთად, რომელსააც ადგილზე დაგახვედრებთ. გარდა ფეხბურთისა, საიტზე შეგიძლიათ იქირაო კალათბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტებიც

ხშირად დასმული კითხვები

მომხმარებელს შეუძლია მოედანი მისთვის სასურველი სხვადასხვა დამატებითი სერვისით დაჯავშნოს, მაგალითად დაიქირაოს ლიცენზირებული მსაჯი ან შეიძინოს ბურთი, რომელსაც თამაშის დღეს ადგილზე დავახვედრებთ.

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება,მაგ;ამინდის გაუარესება.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში,სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.