GAMO

პადელი

პადელის კლუბი ბადე
პოპულარული
  • November 18, 2022
  • Padel Club Badé, დავით აღმაშენებლის ხეივანი, Tbilisi, Georgia
თბილისის პადელის კლუბი
პოპულარული
  • May 28, 2022
  • მთაწმინდის პარკი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, Tbilisi, Georgia

გამო გთავაზობს სივრცეს, სადაც შეგიძლია სწრაფად და მარტივად დაჯავშნო პადელის სათამაშო მოედანი.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სპორტის პოპულარიზაციას. ამიტომ ვცდილობთ, მოვხსნათ ყველანაირი დაბრკოლება, რამაც მსგავს აქტივობებში ჩართვა შეიძლება დააბრკოლოს. ამისთვის შეიქმნა საერთო სივრცე, რომელმაც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილ მოედნებსა (ფეხბურთის მოედანიბოულინგისა და ბილიარდის სათამაშო სივრცე,  ჩოგბურთის კორტები) და დარბაზებს ერთად მოუყარა თავი.   

იმისთვის, რომ თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტული გარემოს შექმნას. გამოს საიტზე შეგიძლია მოედნების მახასიათებლებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გეცნო და ლოკაციის, საფასურისა და სპეციალური შეთავაზებების გათვალისწინებით შენთვის ყველაზე ხელსაყრელი ალტერნატივა აარჩიო. 

პადელის კლუბი ბადე

მოედანი დაფარულია ხელოვნური ბალახით, არის გადახურული, ჰყავს დაცვა, აქვს უფასო პარკინგი, გასახდელი, სველი წერტილები და ღამის განათება. პადელის კლუბი ბადე მდებარეობს თავისუფალ უნივერსიტეტში.

თბილისის პადელის კლუბი

მოედანი დაფარულია ხელოვნური ბალახით, აქვს ფასიანი და უფასო პარკინგი, ღამის განათება. 

თუკი შენი სპორტული ინტერესები მრავალფეროვანია და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება გსურს, საიტზე პადელის გარდა სხვა აქტივობებიც შეგიძლია მოიძიო. მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, ბილიარდი და სპორტის ბევრი სხვა სახეობა შეგიძლია ითამაშო ჩვენთან. 

ხშირად დასმული კითხვები

მომხმარებლის მიერ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მას შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში.

გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს ობიექტური გარემოების გამო ჯავშნის გაუქმების საჭიროება,მაგ;ამინდის გაუარესება.

ჯავშნის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე, ჯავშნის დასრულების შემდგომ საბანკო ბარათით.

მწვრთნელთან ერთად კორტზე ვარჯიშის დაჯავშნა შესაძლებელია, ინფორმაცია კონკრეტული მწვრთნელის და თავისუფალი საათის შესახებ იპოვი კატეგორიაში “მწვრთნელები”.

თუ სასურველ სათამაშო დრომდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი,მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს ჩატში,სადაც მიიღებს განახლებულ ინფორმაციას შეძლებს თუ არა სასურველი სათამაშო სლოტის დაჯავშნას

ფასდაკლების კუპონის გამოყენება შეგიძლია პლატფორმაზე,გადახდის გვერდზე კოდის დასახელების შესაბამის გრაფაში ჩაწერის შემდეგ,რისი მეშვეობითაც რეალურ ღირებულებას თანხა მომენტალურად დააკლდება და უკვე ფასდაკლებული ღირებულებით ისარგებლებ.