GAMO

ფიგურული სრიალი

10 რჩევა ფიგურული სრიალის მოყვარულთათვის

10 რჩევა ფიგურული სრიალის მოყვარულთათვის

ფიგურული სრიალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივად მიმზიდველი სპორტია.  იცოდი, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობას 60 წლის ისტორია აქვს? თუ შენც ხარ ფიგურული სრიალის მოყვარულთა რიგებში, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს. შემდეგში ყინულის მოედანი შეგიძლია სწრაფად და მარტივად გამოს საიტზე დაჯავშნო.

მანამდე კი გაეცანი ჩვენს რჩევებს, რომლებიც სრიალით მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში დაგეხმარება. 

შეარჩიე კომფორტული ყინულის მოედანი

სრიალისას დიდი მნიშვნელობა აქვს ყინულის მოედანს. უსწორმასწორო ზედაპირზე სრიალი სახიფათოა და მოძრაობაში ხელს შეგიშლის. ამ შემთხვევაში, პრიორიტეტულია კარგი განათებაც. 

გამოს საიტზე შეგიძლია ლიდერსპორტ არენას ყინულის მოედანი ონლაინ დაჯავშნო, რომელიც ღამის განათებით, გასახდელითა და ფასიანი პარკინგით არის აღჭურვილი. მოედანზე ერთდროულად 100-მდე ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. ეს მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა.

გაეცანი მოედნის წესებს

იმისთვის, რომ სრიალით შენც ისიამოვნო და სხვა მოციგურავეებსაც არ შეუშალო ხელი, სასურველია მოედნის წესებს წინასწარ გაეცნო და მიჰყვე. სხვადასხვა დარბაზს თავისი ინდივიდუალური წესები აქვს, რაც შეიძლება გულისხმობდეს შეზღუდვას სიჩქარეზე, მოძრაობის მიმართულებაზე და ა.შ აკრძალულ ქმედებათა შორის, როგორც წესი შედის აგრესიული ქცევა/საუბარი მოედანზე თანამშრომლების, მოთამაშეების ან დაცვის მიმართ. 

იმ შემთხვევაში, თუ მოციგურავე აღნიშნულ წესებს დაარღვევს, მას საიტით სარგებლობა შეეზღუდება. ყინულის მოედანზე არ დაიშვებიან პირები არაფხიზელ მდგომარეობაში, სასმლის ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. მსგავსი ტიპის რეგულაციების დაცვა უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. 

დაიცავი უსაფრთხოების ზომები

სრიალისას უსაფრთხოების ზომების დაცვა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით დამწყები მოციგურავეებისთვის. ერთ-ერთი პირველი, რაც მოედანზე უნდა ისწავლო, სწორედ უსაფრთხოდ დაცემაა. თუ ხვდები, რომ წონასწორობას კარგავ, მოდუნდი, ფეხები მოხარე და ეცადე გვერდულად წაიქცე. წაქცევისას ხელები წინ არ წასწიო. ასე მაჯები შეიძლება დაიზიანო. 

სრიალის დროს აჯობებს სხვა მოციგურავეების ნაკადს მიჰყვე და შენც იმავე მიმართულებით იმოძრაო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კარგი გადაწყვეტილებაა მუხლებისა და იდაყვების დამცავების, ასევე ჩაფხუტის გაკეთება. 

სწორად აარჩიე ციგურები

სანამ მოედანზე გახვიდოდე, სათანადო დრო დაუთმე ციგურების არჩევას. ისინი ფეხზე მჭიდროდ უნდა გქონდეს მომდგარი, თუმცა არც იმდენად, რომ შეგაწუხოს და სრიალში ხელი შეგიშალოს. ციგურების ღირებულება, როგორც წესი, მოედნის ფასში შედის. 

ჩაიცვი თბილად

იმისთვის, რომ მოედანზე კომფორტულად იყო, სრიალისას თბილად უნდა გეცვას. სასურველია, თუ თბილი ქურთუკის ქვეშ თერმულ ტანსაცმელს ჩაიცვამ. არ დაგავიწყდეს ქუდის, ხელთათმანებისა და შარფის მოცმაც. 

სრიალი ყოველთვის დაიწყე მოთელვით

ფიგურული სრიალის დაწყებამდე მნიშვნელოვანია კუნთების გახურება. დაიწყე გაჭიმვითი ვარჯიშებით, ნელი ძუნძულით ან სწრაფი სიარულით. თუ მოედანზე გასვლამდე ამ ტიპის ვარჯიშებს 10-15 წუთს დაუთმობ, შენი ორგანიზმი ფიგურული სრიალისთვის მზად იქნება. 

რჩევები დამწყებთათვის

თუ დამწყები მოციგურავე ხარ, გახსოვდეს, რომ ყინულის მოედანზე დგომისას მთავარი ბალანსის შენარჩუნებაა. ივარჯიშე ცალ ფეხზე დგომის დროს წონასწორობის გადანაწილებაზე და სწორად გაჩერებაზე. გახსოვდეს, სრიალისას მუხლები მოხრილი უნდა გქონდეს. 

დამწყები მოციგურავეებისთვის ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა რეკომენდაციების პროფესიონალი მწვრთნელისგან მიღება. ეს სწავლას კიდევ უფრო გაგიმარტივებს და უსაფრთხოდ სრიალში დაგეხმარება. 

რჩევები საკუთარ თავზე სამუშაოდ

ილეთების დახვეწას ბევრი ვარჯიში და ენერგია სჭირდება, თუმცა ცხადია, მონდომების შემთხვევაში, ყველაფერს გაართმევ თავს. თუ გსურს ამ სპორტს პროფესიონალურად მიუდგე, დიდი ალბათობით მწვრთნელის დახმარება დაგჭირდება, რომელიც შენზე მორგებულ რუტინას შემოგთავაზებს. 

შეიქმენი წინასწარი პოზიტიური განწყობა

ნებისმიერ აქტივობაში ჩართვისას მთავარი განწყობაა. პოზიტიურად დასამუხტად შეგიძლია მოციგურავეების ულამაზეს ნომრებსაც უყურო. გვერწმუნე, ამის შემდეგ შენი ყინულზე დადგომის სურვილი ორმაგად გაიზრდება. 

მიიღეთ სრიალით მაქსიმალური სიამოვნება

ფიგურული სრიალი გაცილებით მეტია, ვიდრე ტექნიკა და რუტინა. ეს განტვირთვისა და მეგობრებთან ერთად დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა. 

შენ და შენს მეგობრებს ყინულის მოედანზე ბევრი ლამაზი მომენტი გელით, რომელთაც ფოტოებზე აღბეჭდავთ და მომავალშიც კიდევ ბევრჯერ გაიხსენებთ. 

Leave a Reply