GAMO

სპორტ სკოლა

339293984_138369922345220_2101919990666810978_n
52 Reviews
პოპულარული

დინამოს საფეხბურთო აკადემია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. აკადემიის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 2013 წლის 7 ივლისს შედგა.

დინამოს აკადემიის სხვადსხვა ასაკობრივი გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ტურნირებში. ისინი წარმატებით იცავენ დინამოს და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ღირსებას.

სკოლა ფასიანია და ბავშვის მომზადება თვიურად 150 ლარი ღირს. ბავშვები მიიღებიან 7 წლის ასაკიდან, სწავლა კი 12 წლამდეა განსაზღვრული. 

აკადემიაში სულ 24 ადგილობრივი მწვრთნელი მუშაობს.

აკადემიის მიღწევები:

  1. 2016 წელს თბილისის "დინამოს" პირველ გუნდში აკადემიის 9 ფეხბურთელმა ითამაშა;
  2. საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებში ბევრი ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" აკადემიის აღზრდილია;
  3. "დინამოს" აკადემიის ფეხბურთელთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ხვდება;
  4. 2016 წელს, მოლდოვაში მიმდინარე ტურნირზე "შერიფის თასი 2016", 17-წლამდელმა დინამოელებმა მესამე ადგილი დაიკავეს

დაინტერესების შემთხვევაში,დაუკავშირდით ნომერზე: 551 00 55 50

მისამართ
62 ლუბლიანას ქუჩა, თბილისი

დინამოს საფეხბურთო აკადემია 2 reviews

Write Your Review
5
2 reviews
  • Avatar

    Giorgi

    საუკეთესო სკოლა თბილისში!

  • Avatar

    Tengiz Asanidze

    Legendary!

Write Your Review

Your email address will not be published. Required fields are marked *